ილონ მასკი აცხადებს, რომ უკრაინაში Starlink-ი ჩაირთო

27 თებ 2022

"Starlink-ის მომსახურება აქტიურია უკრაინაში. გზაშია მეტი ტერმინალი" - წერს მასკი ტვიტერზე.

SpaceX-ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შაბათს განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა გამოიწვია რუსეთის სამხედრო შეჭრამ