ქალაქ ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ესროლეს

27 თებ 2022

კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში ოკუპანტებმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ესროლეს.

დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. უკრაინული მედიის ცნობით, ბუჩაში ამ დროისთვის შენობების დაბომბვა მიმდინარეობს.

პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა რამდენიმე წუთის წინ  რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც კიევის მიმართულებით ბელარუსის ტერიტორიიდან გაისროლეს.