რუსეთის დელეგაცია, უკრაინელებთან მოსალაპარაკებლად ბელარუსში იმყოფება - პესკოვი

27 თებ 2022

რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები.