ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტობა შეუჩერა

27 თებ 2022

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF),  უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა შეუჩერა.

"უკრაინაში მიმდინარე ომის კონფლიქტის ფონზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს ბ-ნ ვლადიმერ პუტინს, როგორც საპატიო პრეზიდენტისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ელჩის სტატუსის შეჩერების შესახებ", - ნათქვამია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

საერთაშორისო ფედერაციამ აღნიშნული წოდება პუტინს 2012 წელს მიანიჭა.