„თუ თქვენთან ომია, არც ჩვენთან არის მშვიდობა“ - სტუდენტების აქცია ბათუმში

27 თებ 2022

„თუ თქვენთან ომია, არც ჩვენთან არის მშვიდობა“ - ამ შინაარსის ტრანფარანტებით გამართეს ბათუმში აქცია სტუდენტებმა.

ბათუმის უნივერსიტეტის შენობასთან შეკრებილებმა მოუწოდეს ველას, რომ გამოვიდნენ და ერთად გააპროტესტონ საომარი მდგომარეობა, რაშიც ახლა უკრაინელი ხალხია.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ აქციებს ომის დასრულებამდე გააგრძელებენ.