ევროკავშირი უკრაინას იარაღს მიაწვდის - ეს მისი არსებობის ისტორიაში პირველად ხდება

27 თებ 2022

„როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და უკრაინელები მამაცურად იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის, ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას და სანქციებს აგრესორის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„მის ისტორიაში პირველად, ევროკავშირი დააფინანსებს იარაღისა და სხვა აღჭურვილობის შეძენას და მიწოდებას იმ ქვეყნისთვის, რომელიც თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ეს წყალგამყოფი მომენტია“ - განმარტავს ევროკომისიის პრეზიდენტი.