ომის მეხუთე დღე უკრაინაში 

28 თებ 2022

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე გამოიყენა თავისი შეტევითი კონტინგენტის ერთი მესამედი უკვე გამოიყენა - ეს 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა.  ამის შესახებ პენტაგონის  ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იუწყება.  ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ  რეზერვში ახლა 50 ათასამდე ადამიანი რჩება.  პენტაგონში ამ რაოდენობას არსებითს უწოდებენ. 

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აფიქსირებენ ოკუპანტების ლოგისტიკურ პრობლემებს, მათ შორის საწვავის მიწოდების კუთხითაც.   ეს  ჩანდა   ხარკოვსა და კიევში შესვლის მცდელობისას.