28 თებ 2022
"ფეისბუქის" მფლობელმა კომპანია "მეტამ" თავისი პლატფორმებიდან უკრაინის შესახებ ორი დეზინფორმაციული კამპანია გამოავლინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
წაშლილია რუსეთიდან მართული ათობით ყალბი ანგარიში, რომლებიც თავს კიევში მოქმედი ახალი ამბების მედიასაშუალებად ასაღებდა.