რუსეთმა 5300 სამხედრო, თითქმის 200 ტანკი და 30 თვითმფრინავი დაკარგა - უკრაინის თავდაცვის უწყება

28 თებ 2022

უკრაინის თავდაცვის მინისიტრის მოადგილის განცხადებით, ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს რუსეთმა 5300 სამხედრო, თითქმის 200 ტანკი და 30 თვითმფრინავი დაკარგა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ციფრები მიახლოებით მონაცემებს ასახავს.

თვითმფრინავები - 29;
ვერტმფრენები -29;
ტანკები - 191;
ჯავშანტექნიკა - 816;
ქვემეხი - 74;
საზენიტო-სარაკეტო სისტემა (Бук) - 1;
ცეცხლრეაქტიული სისტემა (Град) - 21;
საავტომობილო ტექნიკა - 291;
სითხის გადაადგილებისთვის განკუთვნილი ავზი - 60;
უპილოტო საფრენი აპარატი ОТР - 3;
გემები/ნავები - 2;
საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 5;
სამხედრო პერსონალი - 5300.