ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე

21 დეკ 2016

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამ საათზე მეტ ხანს  მსჯელობდა  ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის საქმიანობისთვის ხელშეშლის საქმეზე. მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ინტერესებს სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციაც და ადგილობრივებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.  მეორე ინსტანციის სასამართლომ ადგილობრივების წარმომადგენლის ერთადერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.