ჩეხეთი მხარს უჭერს, სპეციალური პროცედურით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იდეას

28 თებ 2022

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იდეას სპეციალური პროცედურით. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

მათივე ცნობით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ სტანდარტული პროცედურების მომხრეა, თუმცა ახლა ისინი არ არიან სტანდარტულ სიტუაციაში.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს დაუყონებლივ მიიღოს უკრაინა ახალი სპეციალური პროცედურის მიხედვით.