21 დეკ 2016
ქედის მუნიციპალიტეტმა ახალი ნაძვის ხე შეიძინა. ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს "პროცესორი" ნაძვის ხეს, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სპორტსკოლის ეზოში დადგამს. მთავარი საახალწლო ატრიბუტის შესაძენად ბიუჯეტიდან 14 ათას 840 ლარი დაიხარჯა. რვა მეტრი სიმაღლის ხელოვნური ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.