ომის მეექვსე დღე უკრაინაში

01 მარ 2022

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აღიარებს, რომ  უკრაინაში შეჭრაში მონაწილე ჩეჩენი მებრძოლების  მხრიდან არის დანაკარგი. ამის შესახებ მან  ტელეგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ორი დაიღუპა,  კიდევ 6 დაშავებულია“ - წერს კადიროვი.  მანამდე კიევში უკრაინის  დაზვერვის მთავარმა სამმართველომ საშიში დივერსანტების ჯგუფი გაანეიტრალა. 

კიევში  დახვრიტეს და დააკავეს ჩეჩენი დივერსანტები, რომლებიც კიევში სასწრაფო დახმარების  მანქანით გადაადგილდებოდნენ - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.