22 დეკ 2016
ქედაში საახალწლოდ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ტკბილეული დაურიგდათ. ტკბილეულთან ერთად, მუნიციპალიტეტმა ტენდერით ფეიერვერკი, სასცენო სათამაშოები და საახალწლო ბანერებიც შეიძინა. საახალწლო სამზადისისთვის ქედაში 9 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.