ჰუმანიტარული დახმარება ბათუმიდან

02 მარ 2022

აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებსა და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და  ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსური რესურსი გამოიყოფა, რითიც სამედიცინო და პირველადი მოხმარების ნივთებს შეიძენენ.

უკრაინაში გასაგზავნი ნივთების შეგროვება-დახარისხების პროცესს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი გაუწევს.