გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

02 მარ 2022

საგაზაფხულო სალონი – ტრადიციული გამოფენა გაიხსნა დღეს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. ამ გამოფენით ხელოვანები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ. გამოფენაზე ქართველ  მხატვრებთან  ერთად  წარმოდგენილია სამი უკრაინელი მხატვრის  ნამუშევარი. მსურველებს ‘’საგაზაფხულო სალონის’’ დათვალიერება  25  მარტამდე  შეეძლებათ.