რუსეთმა დაბომბა ხარკოვის სულ მცირე სამ სკოლა, ტაძარი და მაღაზიები - „სიენენი“

03 მარ 2022

რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ხარკოვის სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე - ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

დაბომბვების შედეგად ბოლო 24 საათში ოთხი ადამიანი დაიღუპა. 

ქალაქში ღამით, საჰაერო განგაშის სიგნალები ისმოდა. თავდაცვის შტაბთან აფეთქებების ხმა იყო. 

გამოცემის ცნობით, რამდენიმედღიანი დაპირისპირების შემდეგ, რუსული ძალები ხარკოვში შევიდნენ, თუმცა ქალაქი ამ ეტაპზე უკრაინელების კონტროლქვეშააა.