ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან, საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადები მიიღონ - „როიტერი“

03 მარ 2022

ევროკავშირი მზად არის, მიიიღოს წევრობის განაცხადები საქართველოდან და მოლდოვიდან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე განმარტებით, განაცხადების მიღება უახლოეს დროში მოხდება.

ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს.