ომი უკრაინაში - დღე მერვე

03 მარ 2022

უკრაინის ეროვნული ბანკის განცხადებით, ჯამში საერთაშორისო ფინანსურმა, ტექნიკურმა და ჰუმანიტარულმა მხარდაჭერამ  15 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარი შეადგინა. ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის სპეცანგარიშზე 6 მილიარდზე მეტი გრივნა ანუ 299 მილიონი დოლარია ჩარიცხული. მათგან მილიარდ 600 მილიონი გრივნა ბანკმა ჯარის საჭიროებებისთვის გადაამისამართა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის გამოყოფის წინადადებით მიმართავს. ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილებას 11 მარტს მიიღებენ-წერს ვაშინგტონ პოსტი.