ხმაური შუახევის საკრებულოს სხდომაზე

22 დეკ 2016

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა შუახევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. უკმაყოფილება ოპოზიციამ  აიპების მიერ გაწერილი პრემიების გამო გამოთქვა. სოსან ზოიძის თქმით,  საკრებულომ მიმდინარე წელს ოთხი კვარტლის პრემია -- ნახევარი მილიონი ლარი გასცა. მმართველ გუნდში  ამ განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ედნარ კეჟერაძის განმარტებით, 2017 წლის ბიუჯეტში ზრდის ნაცვლად ორი პრემია შემცირდა.  ასევე, 5 ათასი ლარით შემცირდა სახელფასო ფონდი. სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტში შევიდა ცვლილებები და მილიონ 852 ათასი ლარი მომავალი  წლის ბიუჯეტში გადავიდა.  მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 9 მილიონ ცხრაასი ათასი ლარია.