პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას - ჯონსონი

04 მარ 2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უგუნური ქმედებები მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს. ეს განცხადება ჯონსონმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შემდეგ გააკეთა .

"ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეტევა ელექტროსადგურზე და დაუშვას შესაბამისი სამსახურების შეუზღუდავი წვდომა ტერიტორიაზე", - აცხადებს პრემიერ მინისტრი.