ბსუ-ში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება იწყება

04 მარ 2022

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა,  უკრაინელი ხალხის დასახმარებლად,  საქველმოქმედო აქცია დაიწყო. 

ნებისმიერ მსურველს უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში მედიკამენტებთან ერთად,  საკვებისა და პირველად  მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლიათ.   

ასევე  სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ფინანსური დახმარებაც გაუწიოთ უკრაინელ ხალხს. 

უკრაინელი  ერის  სოლიდარობის ნიშნად ბათუმში კიდევ ორ ადგილას გროვდება ჰუმანიტარული დახმარება.