მემორანდუმი ხელოვნების უნივერსიტეტსა და განათლების სამინისტროს შორის

10 მაი 2016

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და აჭარის განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთობების გაღრმავება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი  არქიტექტურა იქნება.  სტუდენტები ერთობლივ პროექტებს მოამზადებენ და ჩაერთვებიან სამინისტროს ღონისძიებებში. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, სტუდენტებს უკვე მზად აქვთ დაბა შუახევის საჯარო სკოლისა და კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტები.