რუსეთში დაბლოკეს რადიო თავისუფლება, BBC და Meduza

04 მარ 2022

რუსეთში დაბლოკეს კიდევ ორი თავისუფალი მედიასაშუალება – Radio Liberty და Meduza. შეიზღუდა წვდომა BBC-ის რუსულ ბიუროზე.

''რადიო თავისუფლების'' ვებსაიტის გახსნა შეუძლებელია რუსეთის ტერიტორიაზე. მანამდე რედაქციამ მიიღო რამდენიმე შეტყობინება, რომელშიც რეგულატორის მხრიდან შესაძლო ბლოკირების შესახებ იყო ნათქვამი.

3 მარტს მიღებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურში აღმოჩენილია „არასანდო საზოგადოებრივი დანიშნულების ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა, როგორც სანდო ინფორმაცია". 

მანამდე, რუსეთის დამოუკიდებელმა ტელეარხმა „დოჟდ"-მა მაუწყებლობა შეაჩერა. გადაწყვეტილების შესახებ გუშინ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და არხის მფლობელმა ნატალია სიდნეევამ განაცხადა.

პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ დაიხურა რადიო „ეხო მასკვი“. 

რუსეთში დაბლოკილი მედიასაშუალებების ნაწილი ტელეგრამზე მაინც აგრძელებს ინფორმაციის გავრცელებას.