04 მარ 2022
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში“-ამ საკითხზე რონდელის ფონდის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. დიპლომატებმა და ექსპერტებმა რუსული აგრესიის შესაჩერებელ აუცილებელ ზომებზე იმსჯელეს. ,, რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მას პასუხისგება მოუწევს“ -ამბობს საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი.