პუტინმა არამეგობრული ქვეყნების სია მოითხოვა

06 მარ 2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება და დაავალა მთავრობას, ორი დღის განმავლობაში განსაზღვრონ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალქებებისა და კომპანიების მიმართ "არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან", - ინფორმაციას რუსული სააგენტო TACC-ი იუწყება.

პუტინის ბრძანებით, რუსულ ორგანიზაციებს „არამეგობრული ქვეყნების“ კრედიტორებისადმი ვალის რუსულ რუბლში გადახდის უფლება მიენიჭებათ, ან ცენტრალური ბანკისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული „სხვა გზით“.