რუსეთიდან აფრენილი საპრეზიდენტო ბორტი აშშ-ის მიმართულებით გაფრინდა

06 მარ 2022

რუსეთიდან აფრენილი საპრეზიდენტო ბორტი ილ 96-300 აშშ-ის მიმართულებით გაფრინდა.  უცნობია ვინ იმყოფება ბორტზე და რა მიზნით მიფრინავს ბორტი აშშ-ში.

TELEGRAM არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, დაკეტილი ცის გამო თვითმფრინავი მოსკოვიდან ჯერ სანკტ-პეტერბურგში ჩაფრინდა, საწვავი შეავსო და ნეიტრალური წყლებით ვაშინგტონში გაფრინდა.

ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავით აშშ-ში რუსი  დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის მიზნით გაფრინდა. ის სამშობლოში 12 დიპლომატს და მათ ოჯახის წევრებს დააბრუნებს