ახალი სანქციები რუსეთს - კომპანიების ძალიან დიდი ნაწილი რუსეთის ბაზარს ტოვებს

06 მარ 2022

კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება — აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას, ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას.

ამასთან საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს - ეს იმიტომ, რომ რიგმა კომპანიამ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა.

კომპანიების ძალიან დიდი  ნაწილი რუსეთის ბაზარს  ტოვებს, მათ შორის  სამსუნგი, ეფლი, პორშე, ბუქინგი და სხვა მრავალი.