გადამზადების კურსი პედაგოგებისთვის

23 დეკ 2016

აჭარაში მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო. “ათასწლეულის  გამოწვევის  ფონდის”  პროექტის ფარგლებში დღეს რეგიონის სკოლების პედაგოგებს პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ,  მიზანი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სხვადასხვა დისციპლინაში სწავლების ხარისხის ამაღლებაა.  გადამზადების კურსს აჭარის ყველა საჯარო სკოლის პედაგოგი გაივლის. პროექტს “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი” ახორციელებს. სწავლება  2019 წლამდე გაგრძელდება.