რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 4 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - „როიტერი“ 

07 მარ 2022

რუსეთში, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციებზე - „არა ომს“ და „სირცხვილია“  4 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გასულ დღეს აქცია 56 ქალაქში გაიმართა. ყველაზე მეტი, 1 700 ადამიანი მოსკოვსა და მის შემოგარენში გამართულ აქციებზე, 750 ადამიანი კი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტების დაკავება მოხდა იმის გამო, რომ აქციები არასანქცირებული იყო.