ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინას ტოვებს

07 მარ 2022

ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინას ტოვებს. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ბოლო ჯგუფი – მისიის ხელმძღვანელი და უმაღლესი ხელმძღვანელობა ახლა დატოვებს უკრაინას"- ნათქვამია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.