ხარკოვში უკრაინელმა მებრძოლებმა რუსული ავიაგამანადგურებლის პილოტი დააკავეს

07 მარ 2022

ხარკოვში უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა რუსული ავიაგამანადგურებლის ორიდან ერთი პილოტი დააკავეს, რომლიც ქალაქს ბომბავდა. 

დაკავებული რუსეთის ქალაქ ვორონეჟში განთავსებული საავიაციო პოლკის უფროსის მოადგილეა. მან პირადად 3 ფრენა განახორციელა ქალაქებს იზიუმსა და ბალაკლეას შორის. მეორე პილოტი ცოცხალია და ქალაქში იმალება. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

6 მარტს  ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 11 შენობა დაინგრა, ნანგრევებში 8 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხარკოვს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭა.