განეიტრალებულია 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო - უკრაინის გენშტაბი

08 მარ 2022

ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა მხარემ 12 000 სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა დანაკარგი აქვს რუსულ ჯარს.

სამხედრო პერსონალი - 12 000-ზე მეტი;
ტანკები - 303;
ჯავშანტექნიკა - 1036;
საარტილერიო სისტემები -120;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 56;
თვითმფრინავები - 48;
ვერტმფრენები -80;
საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 27;
საავტომობილო ტექნიკა - 474;
საწვავის ავზები - 60
უპილოტო საფრენი აპარატი ОТР - 7.