ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ხულოში ხვალ აინთება

24 დეკ 2016

ხულოს მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებებისთვის 27 ათასი ლარი დაიხარჯება.  საახალწლო ნომრებს მოწვეულ ბენდებთან ერთად  კულტურის ცენტრის წარმომადგენლები შეასრულებენ.  გამგეობა საახალწლოდ სოციალურ ღონისძიებებსაც გეგმავს -მრავალშვილიან ოჯახებსა და 18  წლამდე შშმ პირებს საახალწლო  ნობათის  დაურიგდებათ,95წელს გადაცილებულ 40 ბენეფიციარს საჩუქრად 100 ლარს გადასცემენ.ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ხულოში ხვალ აინთება.