რუბლის კურსი დოლართან მიმართებით კიდევ დაეცა

08 მარ 2022

დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ფონზე რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში საგრძნობლად დაეცა. ერთი აშშ დოლარი ამჟამად 132.50 რუბლი ღირს.

რუბლი დოლართან მიმართებაში ერთ დღეში კიდევ 20%-ით დაეცა.

უკრაინასთან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსულმა რუბლმა დოლართან მიმართებაში ღირებულების 90% დაკარგა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუბლის გაუფასურების პროცესი კიდევ გაგრძელდება. მათი შეფასებით ჯერ-ჯერობით რუსეთის ხელისუფლებას რუბლის კურსი ხელოვნურად უჭირავს, თუმცა სანქციების კვალდაკვალ მას ამის საშუალება არ ექნება. ისინი ფიქრობენ, რომ რუბლის გაუფასურება ლარის კურსზეც იმოქმედებს.

Forex-ის ბაზრის მონაცემებით, გუშინ საღამოსთვის დოლარი 150 რუბლი ღირდა, ხოლო ევრო 164,5 რუბლი. 

ცენტრალურმა ბანკმა მოსკოვის ბირჟის ყველა ბაზარზე ვაჭრობა 9 მარტამდე შეაჩერა.