Coca-Cola, PepsiCo და Starbucks-ი რუსეთში გაყიდვებს აჩერებენ

09 მარ 2022

Coca-Cola, PepsiCo და Starbucks-ი, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, რუსეთში თავიანთი პროდუქციის გაყიდვებს აჩერებენ.

რუსეთში იხურება Starbucks-ის ასობით მაღაზია. ქვეყანაში საკუთარი პროდუქციის ნაწილის გაყიდვას წყვეტს კომპანია PepsiCo-ც. ამ ეტაპზე აიკრძალება კომპანიის სასმელების გაყიდვა, თუმცა ჯერჯერობით გაგრძელდება რძისა და ბავშვთა კვების პროდუქციის გაყიდვა.

რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა კომპანია Coca-Cola-მაც.