უკრაინის დასახმარებლად სისხლის დონაციის აქცია შეიცვალა

09 მარ 2022

გაიღე სისხლი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად - აქცია გრძელდება, თუმცა განსხვავებული ფორმით.

მსურველები სპეციალურ პორტალზე donor.moh.gov.ge​-ზე უნდა დარეგისტრირდნენ ან უნდა დარეკონ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე 15 05 -ზე. შემდეგ კი მათ დაუკავშირდებიან და სისხლის ჩაბარებისთვის ტერიტორიის მიხედვით გადაამისამართებენ.

კერძო კლინიკებში აცხადებენ, რომ სისხლის შეგროვება დაიწყეს თუმცა ტრანსპორტირება ვერ შეძლეს ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტრომ უკრაინელებისთვის სისხლის ჩაბარების ორგანიზება ცენტრალიზებულად დაიწყო.