კანადა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის - ჯასტინ ​ტრუდო

09 მარ 2022

კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის და ჰუმანიტარული დახმარების კიდევ პარტიას გაუგზავნის.

ამის შესახებ ჯასტინ ​ტრუდომ ტვიტერზე დაწერა.

პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, სიტყვით გამოვიდეს კანადის პარლამენტში.

რამდენიმე დღის წინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღითა მოამარაგებს და აკრძალავს ნავთობის ყველა სახის იმპორტს რუსეთიდან.