რუსი სამხედროები კიევის ასაღებად ემზადებიან - უკრაიანის გენშტაბი

09 მარ 2022

უკრაინაში, ომის მე-14 დღეს, რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ჯარების წინსვლის ტემპი, მაგრამ უარს არ ამბობს შეტევითი ოპერაციის ჩატარებაზე და გეგმავს კიევის აღებას. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მტერი გადაჯგუფებულია, რათა მოემზადოს კიევის აღების მორიგი მცდელობისთვის.

"ფასტოვის მიმართულებით განხორციელებული წარუმატებელი შეტევის შემდეგ, მოწინააღმდეგე ცდილობს განაახლოს შეტევითი მოქმედებები აღნიშნული მიმართულებით"- აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.