09 მარ 2022
რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარებისას მიზნად არ ისახავს ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდებას ან უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული სპეცოპერაციის მიზანი-დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დაცვა, უკრაინიას დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია და რუსეთის სამხედრო საფრთხის აღმოფხვრაა. ზახაროვას თქმით, სპეცოპერაცია უკრაინაში მკაცრად დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.