09 მარ 2022
მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიყენებული ზიანი კოლოსალურია. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ასევე, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ენერგიის მიწოდება შეუწყდა და რადიაქტიური ნივთიერებების გამოყოფის საფრთხე არსებობს. ომის მე-14 დღეს, უკარინაში ისევ იბომბება ქალაქები და იღუპებიან ადამიანები