24 დეკ 2016
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე 18 მეტრიანი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. მანამდე კი კულტურის სახლში საბავშვო ბაღების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ბავშვებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.