სოფელ ოჩხამურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

10 მარ 2022

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში  საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შავაძეების ოჯახის 8 წევრიდან 3 მცირეწლოვანია. 

დაზარალებულების თქმით, ხანძრის შედეგად დაიწვა თანხის ნაწილი, რომელსაც საცხოვრებელი ბინის შესაძენად აგროვებდა. ნაწილის გადარჩენა კი შეძლეს.

"30 ათასი ლარი გვქონდა, ნაწილის გადარჩენა შევძელით, ნაწილი დაიწვა. ასევე ძვირფასეულობა, ყველაფერი განადგურებულია", - აცხადებს დაზარალებული.

შემთხვევის ადგილას, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

ოჯახი დროებით საცხოვრებლად ახლობლებთან გადავიდა. 

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახის საკითხს კომისია შეისწავლის, მანამდე კი მათ ქირით გაიყვანენ.