ტენდერი ინფრასტრუქტურული სამოშაოებისთვის

11 მარ 2022

ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის სანაპიროზე გადასასვლელის მოსაწყობად აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის ფარგლებში დეკორატიული ფილების, სანიაღვრე სისტემის, საგზაო ნიშნულების და შემზღუდავი ბარიერების მოწყობა იგეგმება, რისთვისაც 182-ათასი ლარი დაიხარჯება.

იგეგმება კიდევ 3 მონაკვეთის კეთილმოწყობა, რომელიც თამარ მეფის სანაპირომდე რამდენიმე გადასასვლელის რეაბილიტაციას გულისხმობს.