ჰუმანიტარული დერეფანი 7 ქალაქში 

11 მარ 2022

კიდევ ასი ათასზე მეტმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა ორი დღის განმავლობაში. უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ზონებიდან უსაფრთხო ადგილებში კვლავ ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაიყვანოს.

დღეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა შეაჯამა ორდღიანი მწვანე კორიდორების მუშაობის შედეგები და საერთაშორისო თანამეგობრობას  უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვისკენ  კიდევ ერთხელ მოუწოდა.

გარდა ამისა, ირინა ვერეშჩუკმა დამატებითი ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა.