ლუცკში აეროდრომზე ავიაიერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიუღუპა - უკრაინული მედია

11 მარ 2022

ლუცკში ადგილობრივ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა - ინფორმაციას უკრაინული მედია ლუცკის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გვყავდა მოღალატე, რომელიც იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი.

მას გაჰქონდა ინფორმაცია ჩვენი სამხედრო აეროდრომის, თვითმფრინავების მოძრაობის შესახებ“-განაცხადა ლუცკის მერმა.

მისივე თქმით, ადგილზე მუშაობენ მაშველები და გარემოსდამცველები.

დღეს დილით რუსეთმა უკრაინის ქალაქები - ლუცკი და დნიპრო დაბმომბა.

ლუცკში აფეთქებების ხმა ისმოდა აეროდრომის მხრიდან, ხოლო დნიპროზე განხორციელდა სამი საჰაერო დარტყმა.