აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში საბრძოლველად მიმავალ ამერიკელებს აფრთხილებს

12 მარ 2022

ამერიკელებს, რომლებიც მიემგზავრებიან უკრაინაში და ომში უკრაინის ძალებთან ერთად იბრძვიან, რუსები განიხილავენ როგორც "დაქირავებულებს", ან უცხო ქვეყნების მებრძოლებს, რაც მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის უფრო დიდ საფრთხეს ქმნის - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, ომში უკრაინის სახელით ბრძოლის გამო, აშშ-ის მოქალაქეებს ასევე შეიძლება დაემუქროთ სისხლისსამართლებრივი დევნა, დატყვევება ან სიკვდილი.

პრაისმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ ვერ შეძლებს უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ნებისმიერ დროს ევაკუაციას..