ქედადან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

12 მარ 2022

მეგობარი ქვეყნის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა ქედადან. უკრაინისთვის - ფეისბუქ ჯგუფის "ქედა და ქედელების" ორგანიზებით შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტი და თბილი ტანსაცმელი, რომელსაც საქართველოს ფოსტა უკრაინაში უფასოდ აგზავნის.