ბორელი შიშობს, რომ პუტინი ომს სხვა ქვეყნებზეც გააფართოებს

13 მარ 2022

ევროკავშირი შიშობს, რომ პუტინმა შესაძლოა საომარი მოქმედებები სხვა ქვეყნებში გააფართოოს, კონკრეტულად კი ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა  წარმომადგენელმა  ჯოზეფ ბორელმა ერთ-ერთ  ინტერვიუში განაცხადა.

ბორელი ამბობს, რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას. ინტერვიუში ბორელი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.