ავტობუსი, რომელსაც იტალიაში 50-მდე უკრაინელი გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა

13 მარ 2022

იტალიაში ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. გარდაცვლილია ერთი ქალი, დაშავებლია რამდენიმე.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტობუსი ჩეზენასა და რიმინის გზატკეცილზე მოძრაობდა, როდესაც ერთ-ერთი ავტობუსი გზიდან გადავიდა.

ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.